Wednesday, October 19, 2011

პროექტი

პროექტის სახელი:  ,,ლომისკარელი"

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ ,,ლომისკარელის" ტაძრის ისტორიას.

პროექტის სრული აღწერა:   მოსწავლეები გამოიკვლევენ ,,ლომისკარელის" ტაძრის აგებისა და შემდგომ მისი ხელყოფის ისტორიას.გამოიკვლევენ ტაძრის სახელწოდების საფუძველს. მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ თავიანთი და მეზობელი სოფლების უხუცესთა გამოკითხვა. უნდა ეწვიონ რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და სახელმწიფო არქივს,რაც საშუალებას მისცემს მათ, მოიპოვონ ცნობები  ,,ლომისკარელის" ტაძრის შესახებ, აგრეთვე უნდა მოაწყონ ლაშქრობა მთაზე, სადაც იდგა აღნიშნული ტაძარი.

მონაწილეთა ასაკი/კლასები:  12-16წ. VI-XI კლასები.

ვადები/ ხანგრძლივობა:  2თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები:  დავალებების განაწილება; დისკუსიის გამართვა; მოძიებულ მასალებზე ჯგუფური მუშაობა; მასალების დასისტემება. პრეზენტაციების წარმოდგენა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:  მოსწავლეები შეიძენენ კვლევა-ძიების, მასალების დასისტემების, კომუნიკაციის, კულტურული ძეგლების პატივისცემის უნარ-ჩვევებს. შესაძლებელია ნახატების სურატების ალბომის და ბლოგის შექმნა.
სარგებელი სხვებისათვის:  მოპოვებულ ინფორმაციას მოსწავლეები განათავსებენ ინტერნეტში სკოლის ვებ-გვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისათვის.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია,  გეოგრაფია, რელიგია.

პროექტის ფასილიტატორი:   დავით ტრაპაიძე

ელ-ფოსტა:   d.trapaidze25@gmail.com

Sunday, October 2, 2011